10:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 10:31:14, 593 ნახვა

საზოგადოება
ფოთის პორტის ტერიტორიაზე პიროლიზური ფისი დაიღვარა

ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეორე ნავმისადგომზე, მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, სარკინიგზო ვაგონ-ცისტერნიდან პიროლიზური ფისის გადატვირთვის პროცესში  პორტის ტერიტორიაზე ნივთიერების დაღვრა მოხდა. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს ინფორმაციით, ადგილი, სადაც ნივთიერების დაღვრა მოხდა, დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა. აქედან გამომდინარე ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პიროლიზებული ფისი აქროლად ნივთიერებებს შეიცავს, რამაც  ქალაქის ტერიტორიაზე სუნის გავრცელება გამოიწვია.

პიროლიზური ფისი  სპეციალურ სადრენაჟე ნაგებობაში ჩაიღვარა.

როგორც უწყებაში აცხადებენ,   ამ ეტაპზე ნავსადგურის ადმინისტრაციის მიერ, დაბინძურების ლოკალიზაციისა და ძირითადი სალიკვიდაციო სამუშაოები  დასრულებულია. არხებიდან ნივთიერების ჩატუმბვა  ვაგონ-ცისტერნებში უსაფრთხოების ნორმების დაცვით განხორციელდა.

ადგილზე  საგანგებო შტაბი მუშაობს. ასევე, იმყოფებიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები. განხორციელდა  სინჯების აღება და გატარდება შესაბამისი რეგირება. ამ ეტაპზე ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.
ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორია  კონტროლზეა აყვანილი, რაც გამორიცხავს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics