10:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 12:32:43, 511 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ნინო გვენეტაძე სასამართლო ხელისუფლების დაცვის სიმბოლოა

„ჩვენს მიერ შერჩეული კანდიდატი არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველოში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მაღლა სასამართლო ხელისუფლების სიძლიერეს აყენებენ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა.

მისივე თქმით,  კანდიდატის შერჩევისას გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, რადგან მათ შორის ბევრი იყო ღირსეული.

„ჩვენ გვყავდა 28 კანდიდატი, 28–ვე  განვიხილეთ და მინდა ვთქვა, რომ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, რადგან წარმოდგენილ კანდიდატთა შორის ბევრი ღირსეული იყო. თუმცა, ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას  დავეფუძვნეთ იმ ძირითდ 4 კრიტერიუმს, რომელიც შემუშავებული იყო კონსულტაციების შედეგად, ასევე კანონის მიერ განსაზღვრულ ვალდებულებებს.  ჩვენ შევარჩიეთ პროფესიონალი, რომელიც არის სამართლის დოქტორი და პროფესორი, არაერთი ნაშრომის ავტორი, მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით, გერმანიის მაქს-პლანკის საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარი, მოსამართლე 6 წლიანი გამოცდილებით უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირის პროექტის ექსპერტი და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის განხორცილეებაში მონაწილე. ჩვენ შევარჩიეთ სამეურნეო და მენეჯერული გამოცდილების ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოში ერთ–ერთ ყველაზე დიდ ორგანიზაციას,“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, იყო მოსამართლეთა კონფერენციის თავჯდომარე და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტროს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.  ჩვენ განსაკუთრებული აქტენტი გავაკეთეთ მის პრინციპულობაზე, რადგან 6 წლიანი სამართლებრივი გამოცდილება სასამართლოში არის ფაქტი და საფუძველი იმისა, რომ ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანი არის პრინციპული და ძლიერი თავის გადაწყვეტილებებში. ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანი არის რეალურად სიმბოლო სასამართლო ხელისუფლების დაცვის და სიმბოლო იმისა, რომ არსებობენ საქართველოში მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მაღლა აყენებდნენ და აყენებენ კანონის უზენაესობას, სასამართლო ხელისუფლების სიძლიერეს. მის მიერ გაწეული ღვაწლი მოსამართლის უფლებების დაცვაში იყო ის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც საკანონმდებლო თვალსაზრისით გამყარდა ქართულ სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა: „მიგვაჩნია, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი  სასამართლოს დამოუკიდებლობის საქმეში შეუქცევადი ნაბიჯი იქნება“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics