10:01 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 13:31:51, 1167 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - დღეს უკრაინას მილიარდებს დავპირდებით

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მთავარი ამოცანა უკრაინელი მებრძოლებისთვის სასწრაფო სამხედრო დახმარების მიწოდებაა.

მისი თქმით, თებერვალში გამართულ შეხვედრაზე მონაწილე 50-ვე ქვეყანამ განაცხადა, რომ კიდევ უფრო გაზრდიდნენ უკრაინის დახმარებას და ქვეყანას 1,5 მილიარდი ფუნტის დახმარება აღუთქვეს.

„დღეს ჩვენ კიდევ მილიარდებს დავპირდებით“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე.

მან სიტყვით გამოსვლისას უკრაინელებს მიმართა და როგორც ბრძოლაში, ასევე მშვიდობიან დროს მხარდაჭერა აღუთქვა.

„ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ბრძოლაში და მშვიდობაშიც თქვენს გვერდით ვიქნებით“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას მართავს, რომელსაც გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრები თანათავმჯდომარეობენ. შეხვედრაზე მოისმენენ, რა ვითარებაა ადგილზე, რა არის საჭირო და როგორ შეუძლიათ მათ დახმარების გაწევა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი შეხვედრას ვიდეოკავშირის საშუალებით დაესწრება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე გაიმართებოდა. შეხვედრას ონლაინ ფორმატში დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics