08:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 16:09:01, 500 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველად დანიშვნას უარყოფითად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად  დანიშვნას უარყოფითად აფასებს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, წარმოუდგენელია, პეტრო პოროშენკოს მიერ მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნას, მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ პატივისცემა დაერქვას.

„არსეობს დიპლომატიური ინსტრუმენტები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ არა მარტო თბილისში, არამედ კიევშიც. ჩვენი ელჩი უკრაინაში უახლოეს დღეებში ამ მიმართულეიით აქტიურად იმოქმედებს. რაც შეეხება სააკაშვილის დანიშვნას  წარმოუდგენელია, რომ ასეთ ნაბიჯს დავარქვათ მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ პატივისცემა“,-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმაც გააკეთა.
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ის პოზიცია, რომელიც ბატონმა პოროშენკომ სააკაშვილს გადასცა, უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებს.  

„პრაგმატული მოსაზრებები, პრაგმატული სტრატეგია აბსოლიტურად არ ითვალისწინებს ურთიერთობების გაფუჭებას, თუმცა თუნდაც არა ფორმალური ასეთი პოზიცია, რომელიც  პოროშენკომ სააკაშვილს გადასცა,  რა საკვირველია უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებს“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.  

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics