16:42 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 22:32:12, 1105 ნახვა

რეგიონი
ინწრას სათავეში მეწყერი ჩამოწვა

ინწრას სათავეში მეწყერი ჩამოწვა, - ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვანო ბურდილი, ავრცელებს "

დაახლოებით 17:00 საათისთვის ჩქვალერის მოსახლეობას შეუწყდა წყალის მიწოდება, ჩვენი, შესაბამისი სამსახურის თანამშრომელები, მყისიერად ავიდნენ ინწრას ხეობის სათავესთან, ადგილზე, სადაც სასმელი წყლით მარაგდებოდა წალენჯიხის სოფლები: ჩქვალერი, საჩინო, ზედასაჩინო და ეწერი. აღმოჩნდა, რომ მილების დაერთების სათავე მთლიანად მოშლილია სტიქიის მიერ და წაღებული. დაახლობით 70 მეტრი მილები ჩამოტანილია ხეობაში. მიღებული ინფორმაციის შესწავლის, შეფასების, გადამოწმების შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ჩახერგვის და დაგუბების საშიშროება არ არსებობს. წყალი ჩვეულებრივად მოედინება და როგორც კი მოგვეცემა საშუალება და ამინდი შეგვიწყობს ხელს, აღვადგენთ წყლის მიწოდებას. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, – ამ ეტაპზე დაგუბების და ჩახერგვის საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. მერია გააგრძელებს ინტენსიურ დაკვირვებას აღნიშნულ ტერიტორიაზე და როგორც უკვე ვთქვი, როგორც კი ამინდი შეგვიწყობს ხელს, დაიწყება წყლის მიწოდების აღდგენის სამუშაოები“, – განაცხადა ვანო ბურდულმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics