12:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 18:55:10, 747 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ბინები საკუთრებაში გადასცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოს შეიარაღებული ძალების 186 სამხედრო მოსამსახურეს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა.

აბაშვილის ქუჩის N3-ში მდებარე სამხედრო ქალაქის IX კორპუსში ბინები ამჯერად იმ სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნოდათ.

„2013 წლიდან მოყოლებული დღემდე დაახლოებით ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავეცით ბინები. დღეს ორასამდე სამხედრო მოსამსახურე იღებს ბინას, მათ შორის 32 დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი. ბინები გადავეცით ასევე გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს. რა თქმა უნდა, სპეციალურად დავამთხვიეთ აღნიშნული ღონისძიება რვა მარტს იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ჯარისკაცების, არამედ, მათი ოჯახების საჩუქარია. ამ ფორმით გადავუხადეთ მადლობა მათ ცოლებს, დედებს და ქალიშვილებს, ვისი დამსახურებაც არის ამ ბიჭების ასე მხნედ დგომა საკუთარი ქვეყნის სამსახურში. ძლიერი ოჯახების მხარდაჭერის გარეშე ამ ბიჭებს გაუჭირდებოდათ წარმატება. ყველას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ეს საჩუქარი დღევანდელი დღის სიმბოლური ნიშანია, მაგრამ, კიდევ უფრო მეტი ადამიანის გახარებისთვის, რა თქმა უნდა, მომავალ რვა მარტს არ დაველოდებით. ორი თვის შემდეგ დაახლოებით 200 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას, ხოლო წლის ბოლომდე 700-მდე სამხედროს დავაკმაყოფილებთ. ეს პროექტი გაგრძელდება, ვიდრე თავდაცვის სამინისტრო აღებულ ვალდებულებას არ შეასრულებს. ჯამში 1400-მდე ბინაა საჩუქრად გადასაცემი და ეს პროცესი 2017 წელს დასრულდება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ბინების გადაცემის პროცედურის დასრულების შემდეგ თინათინ ხიდაშელმა ვარკეთილის სამხედრო ქალაქში მდებარე V კორპუსი დაათვალიერა. მშენებარე კორპუსში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრმა მშენებლობის ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics