09:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 19:05:39, 894 ნახვა

სამხედრო
საქართველოში ორი ოპერატიული სარდლობა იქნება - დასავლეთის და აღმოსავლეთის

საქართველოში იქნება ორი ოპერატიული სარდლობა - დასავლეთის და აღმოსავლეთის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროში ფუნდამენტური რეფორმა მიმდინარეობს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ უფრო მობილური და ბრძოლისუნარიანები ვიყოთ. ნატოს სისტემასთან თავსებადი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები. ბუნებრივია ეს უშიშროების საბჭოსთან განსახილველი საკითხებია. ჯარის სტრუქტურასთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება და პრეზიდენტი ხელს მოაწერს ბრძანებას, რომლის მიხედავითაც საქართველოში იქნება ორი ოპერატიული სარდლობა - დასავლეთის და აღმოსავლეთის. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შიდა სტრუქტურა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვროს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics