21:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 14:12:13, 844 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი: პატიმრების სამოქალაქო კლინიკებში გაყვანით, განსაკუთრებული არაფერი ხდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, პატიმრების ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. როგორც მღებრიშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა,  უწყებას დაახლოებით, 50 სამოქალაქო  კლინიკასთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და პატიმრები საჭიროების შემთხვევაში, სამკურნალოდ გადაყავთ.
 "განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული სამოქალაქო კლინიკებთან.  დაახლოებით, 50 კლინიკასთან. იმ სერვისებს, რომლებსაც ვერ ვაწოდებთ ადგილზე, გაგვყავს პატიმრები სამოქალაქო კლინიკებში დ იქ ვმკურნალობთ. მინდა გითხრათ, რომ შარშან ასეთმა ციფრმა შეადგინა დაახლოებით, 5 000-მდე. გუშინ სულ 4 პატიმარი გაიყვანეს. აქედან ერთს ასთმური შეტევა ჰქონდა. დანარჩენებზე დიაგნოზი არვიცი ზუსტი, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი არ ხდება",-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics