2022-02-26 04:24:28, 1590 ნახვა
სხვადასხვა
ბრძოლების ღამე კიევისთვის - სროლების ისმის დედაქალაქის შემოგარენში
ახლა კიევის რეგიონში, ვასილკოვში, მძიმე ბრძოლები გრძელდება., - ამის შესახებ, ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
„ახლა მძიმე ბრძოლები გრძელდება კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვში, სადაც ოკუპანტები საჰაერო ძალების დაშვებას ცდილობენ!
მათივე ინფორმაციით, დესანტის დაშვება კიევის შემოგარენში წარუმატებლად დასრულდა რა დროსაც უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ რუსული Ilyushin II-76 ჩამოაგდო პირველადი მონაცემებით, საფრენ აპარატში დესანტი, 100-ზე მეტი ჯარისკაცზე იყო.
კიევში პერიოდულად ისმის სროლები და აფეთქებები, ბევრი ათენებს ღამეს მეტროში და თავშესაფრებში, პერიოდულად ისმის საჰაერო თავდაცვის სირენები. ქალაქი შტურმისთვის ემზადება, თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,