11:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 11:03:33, 649 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის სამსახურის თანამშრომლებმა პრევენციული ღონიძიებების გატარების შედეგად, უკანონო თევზჭერის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

 კერძოდ, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევები ქალაქ მცხეთისა და სოფელ ძეგვის მიმდებარედ, მდინარე მტკვარსა და მდინარე არაგვზე კანონმდებლობით აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობით - ელექტროშოკური აპარატებით ახდენდნენ თევზის მოპოვებას.

კანონდამრღვევებს ელექტროშოკური აპარატები ჩამოერთვათ . ასევე, განხორციელდა უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის თევზის კონფისკაცია.

„აღნიშნული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს.

თევზჭერისა და ნადირობის წესების   დაცვის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს“, – აცხადებენ უწყებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics