11:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 12:20:49, 568 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: საქსტატის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოში დასაქმება გაზრდილია

„საქსტატის მაჩვენებლები პირუთვნელად ადასტურებს იმას, რომ საქართველოში დასაქმება გაზრდილია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქსტატის მონაცემების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც უმუშევრობის მაჩვენებლები შემცირებულია.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.

„ორი პროცენტული მუხლით შემცირდა ეს მაჩვენებელი და უმუშევრობა 12.4%–ია. ეს არის ის შედეგები, რომლებიც ჩვენ უკვე გვაქვს და  რაზეც ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით. მაჩვენებლები პირუთვნელად ადასტურებს იმას, რომ საქართველოში დასაქმება გაზრდილია. მე იმედი მაქვს, რომ პროცესი გაგრძელდება. მე მესმის 12.4%–ის პრობლემები, რომლებსაც სამსახური არ აქვთ, მაგრამ  ყველა პრობლემა ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა გადავჭრათ“, – განაცხადა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics