2017-11-01 15:24:03, 9682 ნახვა
High - Tech
თუ ტყუპი გყავთ - ეს სმარტფონი თქვენთვის არაა
კომპანია Apple-ის ახალ სმარტფონს IPhone X, უფრო სწორად მის ფუნქციას სახელწოდებით Face ID-ს კრახი ტყუპების გამო ემუქრება.
პოპულარული გამოცემა Mashable კვლევას აქვეყნებს, სადაც ტყუპები ერთმანეთის სმარტფონებს ყველანაირი დაბრკოლების გარეშე "ტეხავენ". სმარტფონი მისი მფლობელის ტყუპს საკუთარ პატრონად "აღიქვამს" და სისტემაზე სრულფასოვან კონტროლს აძლევს.
აღსანიშნავია, რომ Face ID - ს პრეზენტაციის დროს კომპანიის წარმომადგენელმა ამ ხარვეზის შესახებ გაკვრით ილაპარაკა, მაგრამ არავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ყველა ტყუპის შემთხვევაში იმოქმედებდა.
ელოდება ამ ხარვეზის გამო ახალ, რიგით მეათე საიუბილეო სმარტფონს კრახი? რაღათქმაუნდა არა... ბოლოსა და ბოლოს, რა საიდუმლოებები გაქვთ დასამალი თქვენი ტყუპებისგან?
ავტორი: ,