22:54 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 16:23:09, 556 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის საელჩოში დონეცკის ქალაქ ვოლნოვახში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა თანადგომა გამოუცხადა უკრაინის მთავრობას, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მთელ უკრაინელ ხალხს. სახელმწიფოს მეთაურმა პირადად მიუსამძიმრა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვასილ ციბენკოს.

ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა დღეს უკრაინელ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

შეგახსენებთ, 13 იანვარს  დონეცკის ოლქში სამგზავრო ავტობუსს ჭურვი ესროლეს. ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics