22:49 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 13:58:44, 612 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაცია მიიღო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვილჰელმ მოლტერერი მიიღო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა ევროპის საინვესტიციო ბანკის გადაწყვეტილებას, თბილისში გახსნას რეგიონული ოფისი. მისი განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი დღეს ხსნის წარმომადგენლობით ოფისს საქართველოში, რომელიც სამხრეთ კავკასიის ოპერაციებს დაფარავს.

„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ასოცირების ხელმშეკრულების და თავისუფალი სავაჭრო ზონის მიმართულებით.  ზუსტად ეს ინსტიტუტი არის განსაზღვრული იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკის სექტორს, ინფრასტრუქტურას დაეხმაროს, რათა საქართველო გახდეს თავისი ინდუსტრიებითა და ინფრასტრუქტურით ნამდვილად ევროპული ქვეყანა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს მიმდინარე და სამომავლო პროექტები და გეგმები გააცნო.

როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა განაცხადა, ისინი წარმომადგენლობით ოფისს თბილისში იმ პოზიტიურ გამოცდილებაზე დაფუძნებით ხსნიან, რომელიც მათ საქართველოსთან თანამშრომლობით დაუგროვდათ. ვილჰელმ მოლტერერმა აღნიშნა, რომ  ბანკი დიდ პოტენციალს ხედავს საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით და თავის წვლილს შეიტანს მის განვითარებაში.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთობის მიმართულებები განსაზღვრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics