13:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 10:07:19, 1069 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში იანუკოვიჩის მოკავშირე ოლეგ კალაშნიკოვი გარდაცვლილი იპოვეს

კიევში, ყოფილი დეპუტატი, პარტია „რეგიონების“ წევრი ოლეგ კალაშნიკოვი გარდაცვლილი იპოვეს. 

უკრაინის ყოფილი მთავრობის და პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მოკავშირე  სამართალდამცავებმა საცხოვრებელ სახლთან იპოვეს გარდაცვლილი. ჯერჯერობით უცნობია, პოლიტიკოსი მოკლეს თუ თავი მოიკლა. 

ოფიციალური უწყებების ცნობით, კალაშნიკოვი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიება მკვლელობის ვერსიაზეც მუშაობს, მოტივად კი ყოფილი დეპუტატატის პოლიტიკური მოღვაწეობა და ბიზნესინტერესები სახელდება. 

კალაშნიკოვი "ანტი-მაიდანის" საპროტესტო აქციებში აქტიურად იყო ჩართული. მისი პოლიტიკური მეტოქეები ამტკიცებდნენ, რომ ის ამ პროცესებს აფინანსებდა.

მიმდინარე წლის განმავლობაში იანუკოვიჩის რვა მოკავშირე დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზად უმეტეს შემთხვევებში თვითმკვლელობა დასახელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics