02:31 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 08:39:30, 633 ნახვა

სამხედრო
დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში უმკურნალებენ

კახეთში, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 28 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებს მკურნალობას.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შედარებით მძიმედ დაშავებული 8 სამხედრო თბილისში გადმოიყვანეს, 4 მათგანი პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე 4 სამხედრო მოსამსახურე შპს „ტრავმატოლოგის“ რეანიმაციულ განყოფილებებშია გადაყვანილი და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდებათ. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილობრივმა ექიმებმა აღმოუჩინეს.

დედოფლისწყაროში დაუყონებლივ გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ლევან იზორიამ დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მიიღო.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე გასულია სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი და სამსახურეობრივ შემოწმებას აწარმოებს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics