01:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 15:28:17, 965 ნახვა

კომენტარი
ფხაკაძე: კურსი, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია და ხელისუფლება ატარებს, ჩემთვის მისაღებია

ის კურსი, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია და ხელისუფლება ატარებს, ჩემთვის მისაღებია, - ამის შესახებ "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, ასეთი ტიპის შხვედრები მისთვის ძალიან ღირებულია.

"ჩემთვის, როგორც ბიზნესმენისთვის ასეთი ტიპის შეხვედრები ძალიან ღირებულია.

პირველი იმისთვის, რომ ვხვდები ბიზნესმენებს და ყველა ძალიან ღიად ვსაუბრობთ, როგორი ტენდენციებია ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მომავალში ვისახავთ გეგმებს.

ძალიან სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც კურსის დევალვაციის დამთავრების შემდეგ, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას მივაღწიეთ. ყველას განწყობა და პათოსი დადებითი გახლდათ.

დარწმუნებული ვარ, ეს კურსი გაგრძელდება უახლოეს მომავალში ჩვენ ეკონომიკურად ძალიან ძლიერ ქვეყანას მივიღებთ. კურსი, რომელსაც დღეს ეს პოლიტიკური პარტია ატარებს, ჩვენთვის მისაღებია, ამ ქვეყნის შვილი ვარ და მერე ბიზნესმენი. ვფიქრობ, დღეს ქვეყანა სწორი გზით ვითარდება და ის ადამიანი, ვინც ქვეყანას სათავეში უდგას, ძალიან სწორად ავითარებს მას", - განაცხადა ფხაკაძემ.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და უახლოეს მომავალში ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან ძლიერ ქვეყანას მივიღებთ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics