19:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 15:11:22, 390 ნახვა

საზოგადოება
რიჩარდ ნორლანდი: კურსანტების დაღუპვა ქართველი ერისთვის ტრაგედიაა

აშშ–ს ელჩმა საქართველოში  რიჩარდ ნორლანდმა ქაშუეთის ეკლესიაში ნიუ–ჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტების ოჯახებს მიუსამძიმრა.  

როგორც ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის სახით, ორი პატრიოტი დაკარგა, რაც ქართველი ერისთვის დიდი ტრაგედიაა. 

ამასთან, ელჩის თქმით, საქართველოში აშშ–ს სანაპირო დაცვის ადმირალი იმყოფება, რომელიც დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.

„ჩვენ გულები სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის  ოჯახებთანაა. ეს ტრაგედიაა ქართული ერისათვის, რომელმაც ორი პატრიოტი დაკარგა. რა თქმა უნდა ოჯახები განადგურებულია, მაგრამ ვცდილობთ, მათ ის ტკივილი შევუმსუბუქოთ და ჩვენ მათთან ერთად ვართ დღეს. ჩემთან ერთად არის აშშ–ს სანაპირო დაცვის ადმირალი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. დელეგაციაში ასევე შედიან, როგორც სანაპირო დაცვის ოფიცრები, ასევე კადეტები. მათ შორის  ოთხი ქართველი. ისინი საქართველოში მაკარაძესა და გორჯოლაძეს ჩამოყვნენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ“, – აღნიშნა ნორლანდმა. 

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში  ნიუ-ჯერსიში  დაღუპული ქართველი კურსანტების პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

რიგითები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ქართველი კურსანტების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics