19:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 13:51:34, 548 ნახვა

საზოგადოება
ქაშუეთის ეკლესიაში ქართველი კურსანტების პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდი იმართება

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში  ნიუ-ჯერსიში  დაღუპული ქართველი კურსანტების პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

ქაშუეთის ეკლესიაში მოქალაქეები მიდიან და დაღუპული რიგითების მშობლებს, ოჯახის წევრებსა და ნათესავებს უსამძიმრებენ.  ტაძარში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი. 

იქ ამ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ელოდებიან. 

ქაშუეთის ეკლესიაში ასევე იმყოფებიან დაღუპული სამხედროების ქართველი და ამერიკელი მეგობრები, რომლებიც საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. 

ქაშუეთის ეკლესიიდან სოსო მაკარიძეს თერჯოლაში, ბესარიონ გორჯოლაძეს კი, კასპის რაიონში, საკუთარ ოჯახებში გადაასვენებენ. 

რიგითები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ქართველი კურსანტების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics