2015-01-10 11:05:55, 848 ნახვა
სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი, 1960 წელს დაბადებული, ჩინეთის მოქალაქე ჩუანლუ ტაო პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე მდებარე ე.წ. „ჩინური მასაჟის“ სალონის ფართს ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდა.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან