01:40 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 14:22:18, 1156 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ვერ დაგეთანხმებით, რომ როდესაც დემურ სტურუას ოჯახის წევრები ხელს ადებდნენ პოლიციელს, მაშინვე უნდა მომხდარიყო დაკავება

ვიცე-პრემიერის კახა კალაძეს განცხადებით, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის დაკავება დაუყოვნებლივ არ უნდა მომხდარიყო.

როგორც მმართველი გუნდის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომელთა მიხედვითაც სამართალდამცველებმა იმოქმედეს.

„როგორც ვიცი, გამოძიება მაშინვე დაიწყო, როგორც კი ეს მძიმე ფაქტი მოხდა. ჩატარდა გარკვეული გამოკვლევები, პროკურატურამ გასცა ბრძანება დაკავებასთან დაკავშირებით. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. იმაში ვერ დაგეთანხმებით, რომ როდესაც ოჯახის წარმომადგენლები ხელს ადებდნენ ამ პოლიციელს, მაშინვე უნდა მომხდარიყო დაკავება. ყველაფერს აქვს თავისი წესი და კანონი და შესაბამისმა სამსახურებმაც ისარგებლეს ამ ყველაფრის გათვალისწინებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძე მიმალვაში იმყოფება. პროკურატურა მასზე ძებნის გამოცხადებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მის მიერ დატოვებული წერილის თანახმად, ეს პოლიციელ გოდერძი თევზაძის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics