14:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 15:07:38, 640 ნახვა

სამხედრო
შემოდგომაზე საქართველოში ნატოს შემფასებელთა 33-ე კურსი პირველად ჩატარდება

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში წინასწარი დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი საქართველოში 10-18 ნოემბრისთვის დაგეგმილი ღონისძიების მომზადებაა.

უწყების ინფორმაციით, შემოდგომაზე საქართველოში „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამით (OCC E&FP)“ გათვალისწინებული შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის ნატოს პირველი დონის (NEL-1) შეფასება განხორციელდება. შეფასების ფარგლებში პირველად ჩატარდება შემფასებელთა 33-ე კურსი. შემფასებელთა კურსში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ნატოს წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

შეხვედრას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის, ასევე, სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და ნატოს სხვადასხვა შტაბებიდან „ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაზე (OCC E&FP)“ პასუხისმგებელი პირები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული, უკვე ნატოს რეაგირების ძალების სრულფასოვანი, სერტიფიცირებული წევრია.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics