18:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 13:45:49, 1206 ნახვა

სამართალი კომენტარი
მაია რჩეულიშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ დღეს დამაკავონ

თბილისის მთავარ პროკურატურაში "ცენტრ პოინტის" დამფუნებლის მაია რჩეულიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.

რჩეულიშვილი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატებთან და ვახტანგ რჩეულიშვილთან ერთდ მივიდა.

როგორც დაკითხვაზე შესვლამდე მაია რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. ამასთან რჩეულიშვილის განცხადებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

"შეიძლება დამაკავონ, ამას არ გამოვრიცხავ. 8 ოქტომბერს შევხვდებით, ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია", - განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.

რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია რას ედავებიან გუკას. მისივე თქმით, უცნობია გუკა რჩეულიშვილის ადგილსამყოფელი.

თბილისის მთავარ პროკურატურასთან შეკრებილი არიან ადამიანები, რომლებიც თავს "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულად მიიჩნევენ. ცოტა ხსნის წინ ვახტანგ რჩეულიშვილსა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე ახლაც დაძაბული ვითრებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics