13:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 12:15:58, 561 ნახვა

სამართალი
„სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად ირაკლი ნადარეიშვილი დაინიშნა

„სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი დაინიშნა, მის მოადგილედ კი, პროკურორი კოკა კაციტაძე. 

ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ განაცხადა, სადაც აღნიშნული დეპარტამენტის პრეზენტაცია მიმდინარეობს. 

ბადაშვილის შეფასებით, „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში“  თანამდებობები მაღალი პროფესიული უნარჩვევების მქონე პროკურორებმა და გამომძებლებმა დაიკავეს. 

„დეპარტამენტში ასევე ჩართულია დაზარალებულთა კოორდინატორები.  არც ერთ მათგანს,ვგულისხმობ  ხსენებული დეპარტამენტში დასაქმებულ კადრებს, სამართალწარმოების პროცესში და იმ პროცესებთან, რაზეც არსებობს განმცხადებელთა კითხვები ან პრეტენზიები, არ ჰქონიათ არანაირი შეხება. მათზე საქართველოს პროკურატურასა და სხვა სამართალდამცავ უწყებაში არანაირი განცხადება და საჩივარი შემოსული არ არის“, – აღნიშნა ბადაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics