10:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 15:59:38, 783 ნახვა

რეგიონი
ქუთაისში თვითმმართველ ქალაქებს შორის ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

ქუთაისში საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით კონფერენცია  ,,საქართველოს ქალაქები - ქვეყნის განვითარების მამოძრავებლები" გაიმართა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე თვითმმართველ ქალაქებს შორის ეკონომიკურ საკითხებში  თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. 

ღონისძიება ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა. სტუმრებს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე მიესალმენ.

კონფერენციის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს შემდეგ თემებზე: ქალაქების როლი ეროვნულ და რეგიონულ განვითარებაში; მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა და ერთობლივი პროდუქტები. ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნა ქუთაისის განვითარების სტრატეგია. შეხვედრას დონორი ორგანიზაციები, საქართველოს ყველა თვითმმართველი ქალქის მერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics