20:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 17:17:23, 1050 ნახვა

მსოფლიო
სარგსიანი: სომხეთი მზადაა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით ორმხრივ დათმობებზე წავიდეს

სომხეთი მზადაა, ორმხრივ დათმობებზე წავიდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის პრეზიდენტზე სერჟ სარგსიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, ორმხრივ დათმობაზე საუბარი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც „კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი დადგინდება.

„სომხურ მხარეს არასოდეს უთქვამს უარი ლოგიკურ ორმხრივ დათმობებზე, რისი მიზანიც კონფლიქტის მოგვარება იქნებოდა. ეს ძალიან კარგად იციან ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა და აქ მსხდომებმა“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა ეუთო-ს ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას.

როგორც სარგსიანმა აღნიშნა, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა მორიგი კოლონიზაციის საფრთხისგან გათავისუფლდება.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში კონფლიქტის ესკალაცია შაბათს ღამე დაიწყო. დაპირისპირებაში სამხედრო ტექნიკაა ჩართული. მხარეები ბრძოლების განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics