|
2026-02-22 11:07:23, 1065 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ უნგრეთსა და სლოვაკეთს დიალოგისკენ მოუწოდა ელექტროენერგიის ექსპორტის შეჩერების განზრახვის ფონზე
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთსა და სლოვაკეთს „კონსტრუქციული ჩართულობისკენ“ მოუწოდა ელექტროენერგიის ექსპორტის შეჩერების სურვილის ფონზე, დრუჟბას მილსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდების შეჩერების გამო. „უკრაინა უარყოფს და გმობს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების ულტიმატუმებსა და შანტაჟს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ასეთი ქმედებები პროვოკაციული, უპასუხისმგებლოა და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა სამინისტრომ. მან აღნიშნა, რომ ამით ბუდაპეშტი და ბრატისლავა „არა მხოლოდ აგრესორის ხელს უწყობენ“, არამედ ზიანს აყენებენ საკუთარ ენერგეტიკულ კომპანიებს, რომლებიც ელექტროენერგიას კომერციულ საფუძველზე ამარაგებენ. გარდა ამისა, კიევი განიხილავს უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული „ადრეული გაფრთხილების მექანიზმის“ გააქტიურებას.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)