15:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 11:28:20, 1057 ნახვა

მსოფლიო
ავიაკომპანია Egyptair-ის თვითმფრინავი გაიტაცეს - ბორტზე 81 მგზავრია

ეგვიპტეში უცნობმა პირმა ავიაკომპანია Egyptair-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი A-320 გაიტაცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, თვითმფრინავში გატაცების მომენტში 81 მგზავრი იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც რეისს ალექსანდრიიდან კაიროში ასრულებდა, კვიპროსის ლარნაკის აეროპორტში დაეშვა. მათივე ინფორმაციით, გამტაცებელს "შაჰიდის ქამარი" უკეთია.

მედია საშუალების ცნობით, მან თარჯიმანი და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

მომხდართან დაკავშირებით კვიპროსში საგანგებოდ გაიხსნა ორი კრიზისული შტაბი.

ეგვიპტეში გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე სულ მცირე ერთი შეიარაღებული პირი იმყოფება.

Associated Press-ის ინფორმაციით, კვიპროსის ხელისუფლებამ ტერორისტთან მოლაპარაკებები დაიწყო. 20-მდე მგზავრმა თვითმფრინავი უკვე დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics