11:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 22:41:57, 955 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრი: პუტინის რუსეთის მსგავსი ქვეყნები გაზს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებენ

"პუტინის რუსეთის მსგავსი ქვეყნები გაზს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებენ" - ამის შესახებ ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ემბერ რუდიმ  ბრიტანულ-ნიდერლანდურ ელექტრო კომპანია "Britned"-ში განაცხადა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში ბრიტანეთი შესაძლოა რუსულ გაზზე გახდეს დამოკიდებული.  მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი გაზის შეტანას პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენებს.

"Brexit-მა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს ბრიტანეთის ენერგოუსაფრთხოება მაშინ, როდესაც ევროკავშირი ლონდონს გაზის შეტანისას კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში ბევრად მომგებიან პოზიციებს სთავაზობს." - აცხადებს ემბერ რუდი.

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით არ უნდა იქნეს დაშვებული, რომ  ბრიტანეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება პუტინის რუსეთმა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის პუტინის რუსეთი, გაზის შეტანას საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებენ. მკვეთრად აძვირებენ ფასს ან სულაც წყვეტენ გაზის მიწოდებას. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება მოპარულ იქნას და გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის" – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

მან იქვე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლით გამოწვეულ საშიშროებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან გასვლამ შესაძლოა ბრიტანეთში უცხოური კომპანიების ინვესტიციების განხორციელება შეაფერხოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics