23:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 22:02:55, 1099 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი: ტერორისტი, რომელიც ბრიუსელის ტერაქტებშია ეჭვმიტანილი, თურქეთმა 2015 წელს ბელგიაში დაარეპორტირა

ტერორისტი, რომელიც  ბრიუსელის ტერაქტებშია ეჭვმიტანილი, თურქეთმა 2015 წელს ბელგიაში დაარეპორტირა - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, თურქეთმა ბელგია გააფრთხილა, რომ "ბოევიკი" ჯიჰადისტია, თუმცა მათი მხრიდან ამ გაფრთხილების იგნორირება მოხდა.

"ბრიუსელში ერთ-ერთი თავდამსხმელი 2015 წლის ივნისში, ქალაქ გაზიანტეპში დააკავეს და ბელგიაში მისი დეპორტაცია განხორციელდა. თურქეთის სპეცსამსახურებმა ბელგია გააფრთხილეს, რომ აღნიშნული პირი "ბოევიკი" - ჯიჰადისტია, მაგრამ მათი მხრიდან ამ გაფრთხილების იგნორირება მოხდა, ვინაიდან ვერ შეძლეს მისი კავშირების დადასტურება ტერორისტულ ორგანიზაციებთან." - განაცხადა ერდოღანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics