11:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 11:20:51, 1335 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელში ტერაქტების სერიას 34 ადამიანი ემსხვერპლა 250 კი დაშავდა

ბელგიაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. ბრიუსელში გუშინდელ ტერაქტს 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 250 ადამიანი დაშავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი დროით 12 საათზე გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ. მიმდინარეობს სპეც-ოპერაცია და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული.

"ისლამურმა სახელმწიფომ" ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო. ISIS მოკავშირე საინფორმაციო სააგენტო "ამაკი" დაჯგუფების განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც "ისლამური სახელმწიფო" ახალი ტერაქტების მოწყობით იმუქრება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელში ტერაქტების სერია განხორციელდა. აფეთქებები ქალაქის აეროპორტში და მეტრო სადგურში მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics