14:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 09:11:26, 1068 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი რჩება ერთადერთ აქტორად, რომელიც აჭიანურებს ამ ომს

რუსეთი რჩება ერთადერთ აქტორად, რომელიც აჭიანურებს ამ ომს და მასხრად იგდებს, როგორც ჩვენს ხალხს, ასევე გლობალურ საზოგადოებას. იმისთვის, რომ რუსეთს მშვიდობისკენ ვუბიძგოთ, გვჭირდება ძლიერი ნაბიჯები და ძლიერი ქმედებები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და ამერიკის გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

„გუშინ შედგა შეხვედრა აშშ-ს გუნდთან. დღეს აშშ-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ომის გუნდთან, ანუ რუსეთის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ უკრაინისა და ამერიკის გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მალე ველოდები ახალ მოხსენებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა მზად არის, მხარი დაუჭიროს ყველა ძლიერ ინიციატივას, რომელსაც შეუძლია დიპლომატია უფრო ეფექტური გახადოს.

„გვჭირდება მოძრაობა რეალური მშვიდობისკენ - გარანტირებული უსაფრთხოებისკენ და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება - უკრაინაში, ევროპაში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში - ყველას, ვისაც სურს სტაბილურობა საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ყველა ძლიერ ინიციატივას, რომელსაც შეუძლია დიპლომატია უფრო ეფექტური გახადოს და ეს ნიშნავს ზეწოლას, რათა რუსეთს ომის დასრულება ვაიძულოთ. ეს ნიშნავს სანქციებს. ეს ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერას. ეს ნიშნავს საერთაშორისო კოორდინაციას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics