11:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-15 14:32:09, 802 ნახვა

სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, ომარ ოკრიბელაშვილი, სავარაუდოდ, გლდანიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაჰყავთ

მამისა და ადვოკატის ინფორმაციით, 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაპატიმრებული ომარ ოკრიბელაშვილი, სავარაუდოდ, გლდანიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაჰყავთ.

მისი მამა, გიორგი ოკრიბელაშვილი ამბობს, რომ შვილმა დაურეკა და შველა სთხოვა.

"ზარი იყო, მამა მიშველეო, გადაყვანა უნდათ ჩემიო. რატომ, რა მიზეზით, არ ვიცი, ყველაფერი ვერ მითრა. ნებაყოფლობის გარეშე, როცა აიძულებს ადამიანი, ე.ი. ფიზიკური ზეწოლაა. შეტანილი მაქვს საბუთები იმისათვის, რომ არ გადაიყვანონ და მაინც დააპირეს გადაყვანა", - აცხადებს ის "TV პირველთან".

მისი თქმით, შვილის გადაყვანა იმიტომ უნდათ, რომ ის ციხეში სინდისის პატიმარს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს შეხვდა და ერთმანეთს ჩაეხუტნენ.

"მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ გადაეჩეხნენ ერთმანეთს და ჩაეხუტნენ. მეგობრები არიან, კი ბატონო, მაგრამ უნდათ, რომ ეს კავშირი შეწყვიტონ მაქსიმალურად", - ამბობს მამა.

ადვოკატი კი ამბობს, რომ უკვე დაუკავშირდნენ პენიტენციურ სამსახურს და მომხდარის შესახებ უამბეს.

"დღეს დილით ომარი მირეკავს და მეუბნება ასეთ რამეს, რომ დაახლოებით ათ კაცამდე ბადრაგი შემოცვივდა ჩემს საკანში და იძულებით ცდილობენ ჩემს ნომერ მე-12 დაწესებულებაში გადაყვანას.

ჩვენ არ ვუწევთ რეკომენდაციას, რომ გადაიყვანონ ეს ორი ბრალდებული მე-12 დაწესებულებაში, იმიტომ, რომ დარწმუნებულები ვართ, რომ მათ მიმართ განხორციელდება არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა.

ჩვენ დაუყოვნებლივ დავუკავშირდით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც და დღეს ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ იძულებას აქვს ადგილი ომარ ოკრიბელაშვილის მიმართ", - აცხადებს ადვოკატი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics