09:33 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 17:51:41, 895 ნახვა

საზოგადოება
პროტესტი თეატრალურთან - უნივერსიტეტთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

გარიცხული სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის ის ლექტორები შეიკრიბნენ, რომლებიც უნივერსიტეტის გადაწყვეტილებებს ეწინააღდმეგებიან.

ხდება სარწმუნო, რომ ეს არის დიქტატორი, რადგან ესაუბრება ენაზე, რომელიც მისთვის მისაღებია, ეს არის დაშინების ენა და ენა, რომ მე ვარ ბატონ-პატრონი. ეს სანქციები, ტერორი, შევარდნა, არ მოსემნა და საერთოდ უგულებელყოფა, ყველანაირი პროტესტის, ახალგაზრდების, რომლებთანაც შეიძლება საუბარი, იმის ნიშანია, რომ არ გვაქვს სახელმწიფო“, - აცხადებს აქციის მონაწილე.

სტუდენტების მხარდასაჭერად უნივერსიტეტთან მივიდა მუსიკოსი ნინო ქათამაძეც, რომელმაც ადმინისტრაცია და პედაგოგები საბჭოური მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა.

საკუთარ სტუდენტებს იმ ენით ესაუბრებიან, რისი უფლებაც არ აქვთ, რამდენი ხანია, საბჭოური მეთოდებით მიდის სწავლება, მეტ-ნაკლებად ვიცი, შიგნით რაც ხდება და არც არის გასაკვირი, რომ ეს ადამიანები, არ ვიცი პედაგოგები ჰქვიათ მათ თუ არა, როგორ ესაუბრებიან სტუდენტებს, რომლებსაც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ იმ მოვლენების მიმართ, რაც დღეს საქართველოში ხდება“, - აცხადებს მუსიკოსი, ნინო ქათამაძე.

შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ "ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი" განიხილა და  სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics