11:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 11:23:26, 383 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკთან პარტნიორობით ქუთაისში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი, განაგრძობს დეველოპერული პროექტების მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით დეველოპერული კომპანია ლუჯი ჰაუსი პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსს სულიკო რეზიდენსს აშენებს. ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, 14 სართულიანი რეზიდენციის მშენებლობა 2027 წელს სრულდება.

საცხოვრებელი კომპლექსი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს. 65 კვადრატული მეტრიდან ბინები გამორჩეულია პრაქტიკული დაგეგმარებით და ქუთაისის მზიანი, პანორამული ხედებით.

პროექტის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი ობიექტი თავმოყრილია მიმდებარედ, როგორიცაა  სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები და მრავალფეროვანი სავაჭრო ცენტრები. რაც დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო, ენერგია, შეამციროთ ხარჯები და თქვენი ყოველდღიურობა მაქსიმალურად გაიმარტივოთ.

საცხოვრებელი კომპლექსის უნიკალურობას ასევე განაპირობებს ეკომეგობრული გარემო და 1800 კვ.მ კეთილმოწყობილი სკვერი, რომელიც მომავალ მაცხოვრებლებს რეკრეაციულ ზონაში განტვირთვის საშუალებას მისცემს.

ბაზისბანკი, ლუჯი ჰაუსის საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შესაძენად მარტივ იპოთეკურ სესხს გთავაზობთ. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics