19:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 10:30:54, 643 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს - თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს, თავდასხმას კიევის ოლქში, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეტევა მთელი ღამის განმავლობაში, დილამდე გაგრძელდა და საჰაერო თავდაცვის ძალები, დრონების განადგურების მიზნით, საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებდნენ.

კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებლის, მიკოლა კალაშნიკის განცხადებით, ერთ-ერთი დაღუპული ცეცხლმოკიდებულ კერძო სახლში იპოვეს, მეორე კი - სხვა დასახლებულ პუნქტში, სადაც 10-სართულიანი კორპუსი დაზიანდა.

„დაღუპული აღმოაჩინეს კერძო სახლში, სადაც ჩამოგდებული სამიზნის ნამსხვრევების გამო ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მეორე გარდაცვლილი, 36 წლის მამაკაცი სხვა დასახლებულ პუნქტში აღმოაჩინეს, სადაც 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა“, - აღნიშნა კალაშნიკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics