2024-11-01 11:00:26, 495 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვა - უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმების განხორციელება სცადა
გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელების 83 დრონი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყნის თავდაცვის უწყების მტკიცებით, 36 დრონი კურსკის ოლქის, 20 ბრიანსკის, 12 ოკუპირებული ყირიმის, 8 ვორონეჟის, 4 ორიოლისა და 3 ბელგოროდის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
“გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების წინააღმდეგ. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 83 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“,- აცხადებენ უწყებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,