17:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 13:56:51, 1045 ნახვა

რეგიონი
კოკში ახალი სატრანსპორტო ხიდი შენდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საავტომობილო ხიდი შენდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, მდინარე ენგურის შენაკადზე ხიდ ბოგირი ამორტიზირებული იყო, ბეტონის ფილა სიძველისა და წყალდიდობის გამო დაზიანდა და ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელი გახდა. ახალი ხიდ–ბოგირის მოცულობა 9 მეტრს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით,  მონოლითური რკინა ბეტონის ხიდის მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება კი 29.735 ლარს შეადგენს. აღნიშნული ხიდი კოკისა და ორასნტიის მოსახლეობას სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებს. ხიდ–ბოგირის მშენებლობა თებერვლის ბოლოს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ მოინახულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics