00:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-08 22:50:46, 1886 ნახვა

სპორტი
საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრებმა ანტალიაში გამართულ ტურნირებზე ასპარეზობა 10 მედლით დაასრულა

საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრებმა ანტალიაში გამართულ ტურნირებზე ასპარეზობა 10 მედლით დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

თურქეთის ღია ჩემპიონატსა და ,,პრეზიდენტის თასზე'' მონაწილეობა შვიდმა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო. ქართველთა ანგარიშზე ექვსი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი ჩაიწერა.

ორ-ორი ოქროს მედლის მოპოვება გოგა ხახალაშვილმა და გელა ზარქუამ შეძლეს; ოქროსა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა გიორგი ხიზანიშვილმა; ერთი ოქროს მედალი მოიპოვა სანდრო მეგრელიშვილმა; გიორგი ნიკოლაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო ლია ჩაჩიბაიამ ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics