2023-01-11 18:16:35, 1961 ნახვა
Lifestyle
საუდის არაბეთმა იმის გამო, რომ რონალდუ დაუქორწინებელია კანონი შეცვალა
საუდის არაბეთის მთავრობამ კრიშტიანუ რონალდუს გამო ქორწინების კანონი შეცვალა. საუდის არაბეთის მთავრობამ ქორწინების შესახებ კანონში ცვლილება იმის გამო შეიტანა, რომ რონალდუმ თავის გაუთხოვარ შეყვარებულთან ერთად იცხოვროს.
საუდის არაბეთში, ქორწინების გარეშე წყვილის თანაცხოვრება კანონით არის აკრძალული.
პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის „ალ-ნასრს“ შეუერთდა და კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ ხელფასს მიიღებს - წელიწადში 200 მილიონ დოლარზე მეტს.
37 წლის ფეხბურთელი მანამდე თავისუფალი აგენტი იყო. მან „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკამათო ინტერვიუს შემდეგ დატოვა, რომელშიც კლუბი და მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,