13:03 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 17:43:48, 872 ნახვა

საზოგადოება
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები იცვლება

16 თებერვლიდან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები იცვლება. 

არქიტექტურის სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დოკუმენტის ახალ, გაუმჯობესებულ ფორმაზე გადადის. სიახლე პროცესში მონაწილე პირთათვის ინფორმაციის სწორად და სრულად მიღებას გააადვილებს.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელექტრონული განაცხადის ფორმა დაიხვეწა როგორც შინაარსობრივად, ისე გარეგნულად. კერძოდ, ერთმანეთისგან გაიმიჯნა აქტისა და პირობების შინაარსობრივი შემადგენლობა; აქტის ნაწილში გაუმჯობესდა რეკვიზიტებისა და განაცხადის შესახებ ინფორმაცია; პირობების ნაწილი დაიყო თავებად და ნაწილებად, რომლებშიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობით დაჯგუფდა ინფორმაცია მნიშვნელობის მიხედვით.

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ახალ ფორმაში გამოიყო ოთხი თავი, სადაც დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ, ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების თაობაზე და სანებართვო პირობებთან დაკავშირებით.

„მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილების მიზანი მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პროცესში დაინტერესებულ და მესამე პირთა უფლებების დაცვა და სამშენებლო საქმიანობაში რისკების შემცირებაა. კერძოდ, გამოყენების პირობების სრულად განსაზღვრა ნებართვის გაცემის პირველივე სტადიაზე გამოავლენს ყველა შესაძლო შემაფერხებელ თუ სამშენებლო განვითრების შემზღუდავ გარემოებას“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics