17:20 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 16:52:24, 566 ნახვა

პოლიტიკა
ჰერბერტ ზალბერი: აფხაზეთში ევროკავშირის ოფისის გახსნის საკითხი არ დგას

„არც მეტი, არც ნაკლები ამ ეტაპზე აფხაზეთში ევროკავშირის ოფისის გახსნის საკითხი არ დგას“,-ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჰერბერტ ზალბერმა სოხუმში ევროკავშირის ოფისის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით,  „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.

ზალბერის თქმით, ევროკავშირი არასოდეს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რასაც ქართული მხარე არ ეთანხმება.

„ევროკავშირის წარმომადგელობის საკითხი ძალიან ზოგადი ფორმით დაისვა. ამ მიმართულებით არაფერი კონკრეტული არ განხილულა. არის იდეა, რომ გაკეთდეს უფრო მეტი ჩართულობის ფარგლებში იმ  გზებით, რომლებიც მე უკვე განვმარტე, რათა არსებობდეს მეტი შესაძლებლობა ევროკავშირისთვის პროცესებში მეტი ჩართულობის განსახორციელებლად. არც მეტი არც ნაკლები ამ ეტაპზე ევროკავშირის ოფისის  გახსნის საკითხი არ დგას. ჩვენ არასოდეს გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს  და არ გავაკეთებს არაფერს ისეთს, რომ ქართული მხარე არ ეთანხმება“,-განაცხადა ზალბერმა.  

ამასთან, როგორც  ზალბერმა აღნიშნა, აფხაზეთში მის ყველა შეხვედრაზე  ხაზი გაესვა იმ პოლიტიკას, რომელზეც დგას  და ინარჩუნებს ევროკავშირი.

„ეს არის პირველ რიგში არაღიარების და ამავე დროს ჩართულობის პოლიტიკა.  ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ხელს  შეუწყობს მცირემასშტაბიანი პროექტების განხორციელებას  აფხაზეთში, რომლის  მიზანია მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რამაც ჩვენი აზრით, ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის მძიმე შედეგების შემცირებას. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. არც მეტი, არც ნაკლები  მე აფხაზეთში ხაზგასმით ავღნიშნე, რომ  ევროკავშირის პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება, როდესაც საქმე ეხება არაღიარების  საკითხს“,-განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics