09:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-09 17:50:14, 647 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - რამდენიმე საათში ნიკა მელია იქნება თავისუფალი და ეს არის კიდევ ერთი მონაპოვარი შარლ მიშელის ევროპული შეთანხმების

„რამდენიმე საათში ნიკა მელია იქნება თავისუფალი და ეს არის კიდევ ერთი მონაპოვარი შარლ მიშელის ევროპული შეთანხმების“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითზე კინკლაობა ნიკა მელიას გათავისუფლებით დასრულდებოდა.

„პირველ რიგში, მადლობა ევროპას, მადლობა შარლ მიშელს, მადლობა შეთანხმებას, მადლობა ყველა ხელმომწერს, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებაზე.

იმედი მაქვს, რომ დავასრულებთ კინკლაობას ამ საკითხთან დაკავშირებით, ცუდი იყო, თუ კარგი იყო.

ეს არის ქვეყნისთვის ძალიან კარგი. რამდენიმე საათში ალბათ უკვე, ძალიან ცოტა დრო დარჩა, ნიკა მელია იქნება თავისუფალი და ეს არის კიდევ ერთი მონაპოვარი შარლ მიშელის ევროპული შეთანხმების.

მადლობა ყველა მონაწილე მხარეს და დავიმშვიდოთ ახლა ნერვები, წინ დიდი გამარჯვებისკენ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics