2021-04-29 23:06:50, 716 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვერ იქნება
„ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვერ იქნება“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისისთვის უფრო საინტერესო კანდიდატურა უნდა აირჩეს.
„ის ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი.
ამიტომ დიდი ალბათობით, გადაწყვეტილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს და მე შევეცდები, რომ სხვაგან ვეძიო კანდიდატები, რომელიც საინტერესო იქნება თბილისისთვის.
აქ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემზე არაა საუბარი, ყველაზე ნაკლებად ჩემზე ვფიქრობ.
მე უფრო მინდა ვითამაშო როლი, რომ გადავწიო ჩემი პერსონალური ამბიცია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,