2021-04-20 15:50:31, 614 ნახვა
კომენტარი
ჟოზეფ ბორელი - პარლამენტის ყველა წევრს მოვუწოდებ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შეუერთდნენ პარლამენტის მუშაობას
„პარლამენტის ყველა წევრს მოვუწოდებ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შეუერთდნენ პარლამენტის მუშაობას“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისთვის.
„პარლამენტის ყველა წევრს მოვუწოდებ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შეუერთდნენ პარლამენტის მუშაობას და იმუშაონ იმ მოწოდებით, რომ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმება შესრულდეს საქართველოს მოქალაქეებისა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისთვის“, – წერს ჟოზეფ ბორელი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,