17:29 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 13:26:13, 1031 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, სადაც მხარეებმა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და თავდაცვის სფეროში ლატვიასა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ეგილს ლევიტსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მთავარ მისწრაფებას წარმოადგენს. ასევე, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების კუთხით, დემოკრატიზაციისა და თავდაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც. ედგარს რინკევიჩს ლატვიის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვრივებლო მისიაში ლატვიელი დამკვირვებლების მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის მხრიდან არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორისაა ჰიბრიდულ საფრთხეები და შავი ზღვის რეგიონში მზარდი სამხედრო არსებობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics