23:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 17:46:08, 589 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს არასოდეს ჰქონია ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოსგან

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ნატოსთან და მის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს.

„ნატოსთან ჩვენს ურთიერთობას საუკეთესოდ წარმოაჩენს პრინციპი - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. საქართველოს არასოდეს ჰქონია ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოსგან. საქართველო სხვა მიმართულებებთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობს დააკმაყოფილოს ნატოს წევრი ქვეყნებისათვის დაწესებული ფინანსური მოთხოვნები და მომავალშიც შეინარჩუნებს სამხედრო დანახარჯებს მშპ-ის 2%-ის  ფარგლებში“, - აღნიშნა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც დეკემბრის თვის ნატოს მინისტერიალზე მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით განახლდა. აღნიშნული პაკეტის ფარგლებში მან  ყურადღება გაამახვილა წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრზე (JTEC), რომელმაც გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება ნატოს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან და ჩამოყალიბდა ნატოსთან აფილირებულ ცენტრად. ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოსა და ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის ასპექტით ისაუბრა საერთაშორისო წვრთნების შესახებ, რაც, მისივე განმარტებით, ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ნატოსთან.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველო გააგრძელებს მონაწილეობას ნატოსა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics