12:32 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 21:04:12, 801 ნახვა

იოსებ ხახალეიშვილი: წარმატების მისაღწევად დაგეგმილი ღონისძიებები ეფექტური მხოლოდ საზოგადოების თანამონაწილეობით იქნება

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში პეტრიწის, გრიბოედოვის, ნიკოლაძისა და  ბარნოვის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

იოსებ ხახალეიშვილმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ წინაშე მდგარი გამოწვევები მოისმინა. 

"მოსახლეობა პოზიტიური განწყობით ხვდება ჩემს მთავარ გზავნილს ხალხის ჩართულობასთან დაკავშირებით. მათ მოეწონათ ჩემი იდეა, ქალაქის ბიუჯეტში შევიტანო ახალი პროგრამები, რომელიც  ჩემს თითოეულ თანაქალაქელს შესაძლებლობას მისცემს, უფრო აქტიურად ჩაერთოს მისი მუნიციპალიტეტისა და უბნის  საჭიროებების განსაზღვრაში. წარმატების მისაღწევად დაგეგმილი ღონისძიებები მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების თანამონაწილეობით იქნება ეფექტური", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics