03:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 17:54:02, 748 ნახვა

სამხედრო
„კრწანისში“ საარტილერიო მომზადების სკოლის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საარტილერიო მომზადების სკოლის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი სასწავლო ცენტრის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

14 არტილერისტს სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ მიულოცეს.

უმცროს ოფიცერთა საარტილერიო მომზადების კურსი 2 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა. სასწავლო პროგრამის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა საარტილერიო ცეცხლის მართვის პროცედურები, საარტილერიო ბატარეის მართვა შეისწავლეს და შეიარაღებულ ძალებში არსებულ საარტილერიო შეიარაღებას პრაქტიკულად გაეცნენ.

დღეიდან უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის სამხედროები სხვადასხვა საარტილერიო ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გააგრძელებენ მსახურს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics