2020-05-11 10:27:33, 10125 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში 5 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა
ბოჭორიშვილის კლინიკაში 5 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, - ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„ვ. ბოჭორიშვილის ბოქსირებულ სექტორში წევს 75 პაციენტი, აქედან 62 არის კოვიდ დადასტურებული ინფექციით. 18 წლამდე ასაკის მოზარდი არის 10. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მხოლო 5 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო.
გვაქვს შაბათ-კვირის განმავლობაში 6 გამოჯანმრთელება. აქედან სამი გამოჯანმრთელებული რჩება კლინიკაში და უახლოეს დღეებში დატოვებენ კლინიკას“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან